კლუბი ოფიციალურად გამოცხადდა ბანკროტად და ახლო მომავალში რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგიდან მოხსნიან. გარდა ამისა, "სპარტაკი" პროფესიონალური კლუბის სტატუსით არსებობას შეწყვეტს.
"სპარტაკში" სიტუაცია შევისწავლეთ და მდგომარეობა ძალიან რთული აღმოჩნდა. ფეხბურთელების წინაშე მრავალმილიონიანი ვალები არსებობს, რასაც ყაბარდო-ბალყარეთის ბიუჯეტი ვერ გადაიხდის.
მოცემულ სიტუაციაში გუნდი პროფესიონალური სტატუსით ვერ იასპარეზებს.
აქედან გამომდინარე, "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგიდან მოიხსნება", - თქვა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან აფაუნმა.
შეგახსენებთ,
მომზადებულია rsport.ru-ს მიხედვით