გოგიტა გოგუა ხაბაროვსკიდან ვლადივოსტოკში?

AutoSharing Option
10 იანვარს რუსეთის I დივიზიონის "სკა ენერგია" ხაბაროვსკიდან ებრაულ ეილათში გაემგზავრა სეზონის განახლებისთვის მოსამზადებლად. სხვებთან ერთად ისრაელში წამსვლელთა სიაშია გიორგი ნავალოვსკი. აი, "სკა ენერგიას" მეორე ქართველი ლეგიონერის, გოგიტა გოგუას გვარს კი სიაში ვერ ამოიკითხავთ.

ხაბაროვსკელი გულშემატკივრების გაოცება ამ ფაქტმა გამოიწვია. ბევრი კითხულობს, სად არის გოგუა, თუმცა შემდგომში რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა - "სკა ენერგიას" შიდა სამზარეულოში ჩახედული წყარო იუწყება, რომ გოგიტა გოგუა "ცოტა მოგვიანებით" შეუერთდება გუნდს ისრაელში.

თუმცა გავრცელდა ხმებიც, რომ გოგიტამ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიაში" გადადის,
რომელიც I დივიზიონში მე-5 ადგილზეა ("სკა ენერგია" მე-8 ადგილზეა). ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის პუბლიკის ფავორიტია, გიორგი ნავალოვსკი - საიმედო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული