ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ ის კლუბები გვაინტერესებს, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ: "როსტოვი", "კრილია სოვეტოვი", "რუბინი" და "ანჟი".
სპარტაკში ფლანგი თავისუფლდება
საიტი "როსტოვის" მთავარ პრობლემად, სადაც იჯარით თამაშობს ჯანო ანანიძე, შემადგენლობის მოკლე სკამს ასახელებს. სასტარტოში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთა შორის ჯანოც გამოირჩევა, თუმცა შემცვლელები ამათი დონის აღარ არიან.
საიტის აზრით, რომელიმე ლიდერის ტრავმა "როსტოვის" ამბიციებს ძალიან შეუშლის ხელს.
აქვე ვიტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ პრობლემად გარემარბი
ლეგიონერებს ავიწროებენ?
ყაზანის "რუბინს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ გუნდმა ჯერ უნდა მოიფიქროს ტაქტიკა, თუმცა საიტი მიიჩნევს, რომ გუნდში ბევრი ლეგიონერია - მათ შორის არის საბა კვირკველიაც.
"რუბინში" მხოლოდ 4 რუსი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ამიტომ "ფუტბოლ ტოპი" ყაზანურ კლუბს რუსების წილის გაზრდას (ბუნებრივია, ლეგიონერების ხარჯზე) ურჩევს.
ამისულაშვილი მაგრად დგას
"კრილია სოვეტოვი" 10 იანვარს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. მათ შორის არის ალექსანდრე ამისულაშვილიც.
აი, რას წერს საიტი "კრილიას" შესახებ:
"დაცვის ოთხეული: ფორბსი-ამისულაშვილი-ნადსონი-ცაგალოვი მაგრად დგას. პრობლემა კი ფორვარდია".
გრიგალავა პრემიერლიგის დონისაა
დაბოლოს, აუტსაიდერი "ანჟი", სადაც მარცხენა მცველი გია გრიგალავა თამაშობს. ლასინა ტრაორეს წასვლის შემდეგ გუნდს, უბრალოდ, აღარ ჰყავს გამტანი ფორვარდი.
პრობლემაა შუა ხაზშიც. აი, დაცვაში კი პრობლემა არაა, ყოველ პოზიციაზე ორი მცველი მაინც არის პრემიერლიგის დონის და მათ შორის გრიგალავაც არის ნახსენები.