დავით სირაძემ და მისმა თანაგუნდელებმა მინისტრს ღია წერილით მიმართეს

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკი" ოფიციალურად გამოცხადდა ბანკროტად, მას I დივიზიონში თამაშის უფლება ჩამოერთვა, ხოლო დავით სირაძე უმუშევრად დარჩა.

"სპარტაკის" ფეხბურთელებმა ღია წერილით მიმართეს ყაბარდო-ბალყარეთის სპორტის მინისტრ ასლან აფაუნოვს.

ისინი კლუბის ფინანსურ შემოწმებას ითხოვენ, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია გუნდის ფინანსური კრახი.

წერილში ფეხბურთელები აღიარებენ, რომ არ აუღიათ ორი თვის ხელფასი, საერთოდ არ აუღიათ პრემიალურები ამ სეზონში და ნაწილობრივ არც წინა სეზონში.

ფეხბურთელები ყველაფრის გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. წერილს ხელს ქართველი ფორვარდიც აწერს.

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე უმუშევარი დარჩა - "სპარტაკი"
ბანკროტია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული