კახა ალადაშვილი "სკა-ენერგიაში" გადავიდა

AutoSharing Option
გორის დილას 32 წლის ფეხბურთელი კახა ალადაშვილი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" შემადგენლობაში ისრაელის შეკრებაზე იმყოფება - იტყობინება "ამურ პრესი".

ის ერთადერთი ქართველი არაა, რომელიც გოგიტა გოგუასა და გიორგი ნავალოვსკის გუნდში ჩაირიცხა.

აი, რას წერს "ამურ პრესი": "ქართველ ნახევარმცველ გოგიტა გოგუას შეკრებაზე არყოფნის მიზეზი გარკვეულია - ვახარებთ ხაბაროვსკელ ფანებს, გოგიტა არ აპირებს "სკა-ენერგიას" დატოვებას. მისი არყოფნა ისრაელში აიხსნება მამის სერიოზული ავადმყოფობით.

"სკა-ენერგიასთან" ერთად ახალი ფეხბურთელებიც წავიდნენ შეკრებაზე, მათ შორის - ალექსანდრე ვერულიძე, ცნობილი მსაჯის, ლაშა ვერულიძის ვაჟი; სანდრო ცვეიბა, ცნობილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას
ვაჟი. კიდევ ერთი ფეხბურთელი - მცველი ალადაშვილი უკვე ძალიან გამოცდილია და თამაშის მანერით ნავალოვსკის ჰგავს"
.
მკითხველის კომენტარები / 1 /
30 არის დ. Aრა 32
Tamta
15:20 14-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული