ის ერთადერთი ქართველი არაა, რომელიც გოგიტა გოგუასა და გიორგი ნავალოვსკის გუნდში ჩაირიცხა.
აი, რას წერს "ამურ პრესი": "ქართველ ნახევარმცველ გოგიტა გოგუას შეკრებაზე არყოფნის მიზეზი გარკვეულია - ვახარებთ ხაბაროვსკელ ფანებს, გოგიტა არ აპირებს "სკა-ენერგიას" დატოვებას. მისი არყოფნა ისრაელში აიხსნება მამის სერიოზული ავადმყოფობით.
"სკა-ენერგიასთან" ერთად ახალი ფეხბურთელებიც წავიდნენ შეკრებაზე, მათ შორის - ალექსანდრე ვერულიძე, ცნობილი მსაჯის, ლაშა ვერულიძის ვაჟი; სანდრო ცვეიბა, ცნობილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას