"დნიპრო" მარბელიაში შეკრებაზე სამი ქართველით წავიდა
AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა კიდევ ერთმა გუნდმა დაიწყო მზადება სეზონის განახლებისთვის - ორდღიანი სამედიცინო შემოწმების შემდეგ უკრაინული "დნიპრო" ესპანურ მარბელიაში გაემგზავრა.
15-დან 30 იანვრამდე "დნიპრო" ამ საკურორტო ქალაქში დაბანაკდება. ხუანდე რამოსმა თან 26 ფეხბურთელი იახლა და მათ შორის სამივე ჩვენებურია: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.