ნალჩიკში დავით სირაძის გუნდის გადარჩენა უნდათ

AutoSharing Option
ყაბარდო-ბალყარეთში ნალჩიკის "სპარტაკის" გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს. მოგეხსენებათ, ეს კლუბი 8 იანვარს გამოვიდა შვებულებიდან და ფეხბურთელებს განუცხადეს, რომ მათ ვალებს ვერ ისტუმრებენ, კლუბი პროფესიულ სტატუსს დაკარგავდა და დაბალ ლიგაში სხვა სახელით გამოვიდოდა.

I დივიზიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მე-12 ადგილზე მყოფ "სპარტაკს", რომლის წევრიც ფორვარდი დავით სირაძეცაა, დარჩენილ მატჩებში წაგება ჩაუთვალონ.

ამის შემდეგ ფეხბურთელებმა (მათ შორის, ქართველმა ლეგიონერმაც) იჩივლეს რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან და კლუბის ფინანსური კრახის გამოძიება მოითხოვეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის გადარჩენის გეგმა შემუშავდა. თუ ეს გეგმა განხორციელდა, "სპარტაკი" გააგრძელებს პირველ
დივიზიონში თამაშს, ოღონდ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს დაიტოვებს, რომლებიც ვალების ნახევრის დაბრუნებაზე უარს იტყვიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული