თორნიკე ოქრიაშვილი ოდესის "ჩერნომორეცის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლე შევიტყვეთ - მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის "ილიჩევეცის" (სადაც ოქრიაშვილი "შახტარიდან" იყო განათხოვრებული) მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ამბობდა, ქართველები (ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე) დონეცკში არ ჩასულანო, უკვე მესამე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი სწორედ "შახტარის" დუბლშემადგენლობასთან ერთად, გუნდის ბაზაზე ვარჯიშობს.

თუმცა ოქრიაშვილი იქ მხოლოდ 16 იანვრის საღამომდე გაჩერდება, 17 იანვარს კი თურქეთს მიაშურებს, სადაც ოდესის "ჩერნომორეცი" სეზონის განახლებისთვის ემზადება.

ჩვენი ინფორმაციით, "მეზღვაურები" დონბასელებს ქართველის 5-თვიან იჯარაზე შეუთანხმდნენ.

სხვათა შორის, "ჩერნომორეცი" თარგამაძესაც იწვევდა, მაგრამ ჯერჯერობით
საქმე ამაზე წინ არ წასულა. ფაქტია, რომ უკრაინული პრემიერლიგის საშუალო კლუბიდან ამავე ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "ჩერნომორეცში" გადასვლა ოქრიაშვილისთვის სასურველი მოვლენა უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ 20 და 27 თებერვალს ოდესელები ევროპალიგის 1/16-ფინალში ფრანგულ "ლიონს" დაუპირისპირდებიან.

დაბოლოს - ცნობილი გახდა, რომ "ილიჩევეცი" შეკრებაზე ქართველი ფეხბურთელის გარეშე მაინც არ გაემგზავრა. პავლოვმა იალტაში ლევან მახარაძე იახლა. 20 წლის ცენტრალური მცველი უკრაინაშია გაზრდილი და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა, ბოლო ორი წელი კი "ილიჩევეცის" დუბლებში გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გინდათ ამ კაცისგან. მესი და რონალდუ არ იღებენ ესეთ ფოტოებს? კალაძე არ იღებდა? ან რავი ებისმიერ სხვა წარმატებული ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებ ოქრის
fxxx
17:50 16-01-2014
0
შენ სტადიონზე რა გინდა ტო? შენ ზღვაზე, პალმების ჩრდილში, ბიკინებით ქვიშაში ან ჰამაკში უნდა პოზიორობდე ჩემო ბაჭია
დაღუპავენ ამ გოგოს
14:57 16-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული