კახა ალადაშვილის ტრანსფერი "სკა-ენერგიაში" შესაძლოა ჩაიშალოს

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ მალე რუსულ "სკა-ენერგიას" მესამე ქართველი ლეგიონერი შეემატება - გიორგი ნავალოვსკისა და გოგიტა გოგუას ვეტერანი მცველი კახა ალადაშვილი უნდა დაემატოს, რომელიც ამჟამად გორის "დილაში" თამაშობს.

ალადაშვილი ისრაელში შეკრებაზე გუნდთან ერთად არ გაემგზავრა, რადგან რუსეთში სამუშაო ვიზა აქვს ასაღები. ეს თავისთავად პრობლემაა (გავიხსენოთ ლაშა გვალიას შემთხვევა), თუმცა კიდევ ახალი დაერთო - რუსული პირველი დივიზიონის ხელმძღვანელობამ "სკა-ენერგიას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა.

რუსეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 28 იანვარს გაიხსნება და 27 თებერვალს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული