ალადაშვილი ისრაელში შეკრებაზე გუნდთან ერთად არ გაემგზავრა, რადგან რუსეთში სამუშაო ვიზა აქვს ასაღები. ეს თავისთავად პრობლემაა (გავიხსენოთ ლაშა გვალიას შემთხვევა), თუმცა კიდევ ახალი დაერთო - რუსული პირველი დივიზიონის ხელმძღვანელობამ "სკა-ენერგიას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა.
რუსეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 28 იანვარს გაიხსნება და 27 თებერვალს დასრულდება.