"ანჟიში" კიდევ ერთი ქართველი ისინჯება

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟიმ" თურქულ შეკრებაზე 2014 წლის პირველი მატჩი გამართა - რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერი გერმანული რეგიონალლიგის "აიხედეს" დაუზავდა - 1:1.

ამ შეხვედრაში "ანჟის" ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა.

საინტერესოა, რომ გრიგალავა ქართველმა შეცვალა - გია ჯიქიამ, რომელიც "ანჟიში" სინჯებზეა. ეს ფეხბურთელი 20 წლისაა და მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებში თამაშობდა. ჯიქია რუსეთის მოქალაქეა.

"ანჟიმ" დაასრულა შეკრება, სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მალე ისევ ეწვევა თურქეთს და 4 მატჩს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული