* * *
ესპანურ შეკრებაზე უკრაინულმა "დნიპრომ" 8:1 გაანადგურა ლატვიური "იურმალა".
აღსანიშნავია, რომ "დნიპროს" მეშვიდე გოლი (მე-80 წუთზე) სანდრო კობახიძემ გაიტანა. კობახიძემ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა, მან კონოპლიანკა შეცვალა.
რაც შეეხება გუნდის სხვა ქართველებს, ჯაბა კანკავამ პირველი ტაიმი ითამაშა, უჩა ლობჟანიძე არ გამოჩენილა.
* * *
ყაზანის "რუბინი" თურქეთში ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცს" შეხვდა და 1:1 დაუზავდა.
საბა კვირკველია, რომელიც კლუბმა ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა, სასტარტო შემადგენლობაში იყო. "რუბინმა"
* * *
ანტალიაში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკი" გერმანულ "ზანდჰაუზენთან" 1:3 დამარცხდა.
ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც ხორვატულმა კლუბმა 0:3 წააგო.
***
ჯანო ანანიძის "როსტოვმა" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - რუსული კლუბი უზბეკურ "ბუნედკორს" დაუზავდა - 1:1.
ანანიძემ პირველი ტაიმი ითამაშა.
* * *
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 0:0 ითამაშა ჩინურ "შანხაისთან".
ბაქოს "ინტერმა" თურქეთში მეორე მატჩი მოიგო. კახა ცხადაძის გუნდმა გერმანული "ზეიტსი" 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-7 წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა.
პირველ ტაიმში ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ ითამაშეს, გიორგი ლომაიას და ალექსანდრე იაშვილს არ უთამაშიათ.
"ყარაბახმა" ალბანურ "ფლამურტარისთან" 1:2 წააგო, ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია.