ლეგიონის ტესტები: სანდრო კობახიძისა და ბაჩანა ცხადაძის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა რამდენიმე კლუბმა საკონტროლო მატჩი გამართა. მოკლედ მოგითხრობთ მათ შესახებ.

* * *
ესპანურ შეკრებაზე უკრაინულმა "დნიპრომ" 8:1 გაანადგურა ლატვიური "იურმალა".

აღსანიშნავია, რომ "დნიპროს" მეშვიდე გოლი (მე-80 წუთზე) სანდრო კობახიძემ გაიტანა. კობახიძემ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა, მან კონოპლიანკა შეცვალა.

რაც შეეხება გუნდის სხვა ქართველებს, ჯაბა კანკავამ პირველი ტაიმი ითამაშა, უჩა ლობჟანიძე არ გამოჩენილა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ყაზანის "რუბინი" თურქეთში ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცს" შეხვდა და 1:1 დაუზავდა.

საბა კვირკველია
, რომელიც კლუბმა ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა, სასტარტო შემადგენლობაში იყო. "რუბინმა"
მეორე ტაიმში ყველა ფეხბურთელი შეცვალა.

* * *
ანტალიაში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკი" გერმანულ "ზანდჰაუზენთან" 1:3 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც ხორვატულმა კლუბმა 0:3 წააგო.

***
ჯანო ანანიძის "როსტოვმა" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - რუსული კლუბი უზბეკურ "ბუნედკორს" დაუზავდა - 1:1.

ანანიძემ პირველი ტაიმი ითამაშა.

* * *
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 0:0 ითამაშა ჩინურ "შანხაისთან".

ბაქოს "ინტერმა" თურქეთში მეორე მატჩი მოიგო. კახა ცხადაძის გუნდმა გერმანული "ზეიტსი" 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-7 წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა.

პირველ ტაიმში ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ ითამაშეს, გიორგი ლომაიას და ალექსანდრე იაშვილს არ უთამაშიათ.

"ყარაბახმა" ალბანურ "ფლამურტარისთან" 1:2 წააგო, ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული