საიტის ცნობით, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი "ყარაბახს" უკვე 23 იანვარს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება, ტრანსფერის დეტალებზე კი არაფერია ცნობილი.
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დვალი აზერბაიჯანულ კლუბში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ჯაბა დვალი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, მანამდე კი "ზესტაფონში" თამაშობდა. სხვათა შორის, "ყარაბახში" მას ზესტაფონურ გუნდში ყოფილი თანაგუნდელი - ნიკოლოზ გელაშვილი დახვდება.