ჯაბა დვალი თბილისის "დინამოდან" აზერბაიჯანულ "ყარაბახში" გადადის

AutoSharing Option
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი "ყარაბახი" სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველ შენაძენს აკეთებს და როგორც azerisport.com-ი იუწყება, აგდამელები გუნდს ჯაბა დვალით გააძლიერებენ.

საიტის ცნობით, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი "ყარაბახს" უკვე 23 იანვარს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება, ტრანსფერის დეტალებზე კი არაფერია ცნობილი.

თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დვალი აზერბაიჯანულ კლუბში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ჯაბა დვალი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, მანამდე კი "ზესტაფონში" თამაშობდა. სხვათა შორის, "ყარაბახში" მას ზესტაფონურ გუნდში ყოფილი თანაგუნდელი - ნიკოლოზ გელაშვილი დახვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ის რაც ბოლო წლებია საქართველოს ჩემპიონატში ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დამკვიდრდა გაუგებარი ტენდეცია გუნდის გაახალგაზრდავების (სინამდვილეში გაჭაბუკების) იქნებ ჯობდა, სხვა ზოგიერთი ქვეყნების გამოცდილების გავითვალისწინებით საქართველოს ჩემპიონატს გადავიყვანთ პროფესიულიდან სამოყვარულოზე. სახელმწიფომ იზრუნოს ბავშვთა ფებურთის განვითარებაზე, სადაც კვლავ დაიზრდებიან ფეხბურთელები, რომლებიც მაყურებელს მიიყვანენ სტადიონზე. ფეხბურთის საბაზისო დამფინანსებელი უნდა იყოს გულშემატკივარი-მაყურებელი და არა ბიუჯეტი. თუ ქვეყანაში ფეხბურთს და აქედან გამომდინარე ფეხბურთელს მხოლოდ ოჯახის წევრები და უკეთეს შემთხვევაში ხათრისთვის მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრებიღა ქომაგობენ უკეთესია იყოს სამოყვარულო დონეზე.
gaiozi
16:19 23-01-2014
0
გავაუქმოთ საქართველოს ჩემპიონატი. რათ გვინდა დინამო ანდა ტორპედო მხოლოდ 18 წლის ბავშვებით? და საერთოდ სად მიექანება საქართველო?
gaga
14:51 23-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული