ჯაბა დვალი თბილისის "დინამოდან" აზერბაიჯანულ "ყარაბახში" გადადის

AutoSharing Option
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი "ყარაბახი" სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველ შენაძენს აკეთებს და როგორც azerisport.com-ი იუწყება, აგდამელები გუნდს ჯაბა დვალით გააძლიერებენ.

საიტის ცნობით, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი "ყარაბახს" უკვე 23 იანვარს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება, ტრანსფერის დეტალებზე კი არაფერია ცნობილი.

თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დვალი აზერბაიჯანულ კლუბში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ჯაბა დვალი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, მანამდე კი "ზესტაფონში" თამაშობდა. სხვათა შორის, "ყარაბახში" მას ზესტაფონურ გუნდში ყოფილი თანაგუნდელი - ნიკოლოზ გელაშვილი დახვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამომ უნდა იფიქროს მომავალზე და ახალგაზრდა ქართველებით გააძლიეროს შემადგენლობა.კარგია რომ დაიმატეს ციცაძე,მაგრამ ნ,ჭანტურია,აბურჯანია,ჯიქია!?
akhali
14:08 23-01-2014
0
გავაუქმოთ საქართველოს ჩემპიონატი. რათ გვინდა დინამო ანდა ტორპედო მხოლოდ 18 წლის ბავშვებით? და საერთოდ სად მიექანება საქართველო?
gaga
14:51 23-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული