თურქეთის პრეზიდენტმა ხიზანიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა უსურვა

AutoSharing Option
ინტერნეტში საინტერესო ფოტო გავრცელდა: თურქეთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და მის თურქ კოლეგა აბდულა გიულის ხვდება.

როგორ მოხვდა "ქაისერისფორის" ქართველი მცველი პრეზიდენტებთან, ამის შესახებ თავად ხიზანიშვილს დავეკითხეთ:

"იმ შეხვედრაზე ქართული საფეხბურთო სამყაროდან მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, "ქასიმფაშას" მწვრთნელი შოთა არველაძეც ესწრებოდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის საპატივცემულოდ ვახშამი იყო და დაგვპატიჟეს".
იხილეთ: არველაძემ და ხიზანიშვილმა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს "უმასპინძლეს"

სურათზე ჩანს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხიზანიშვილზე რაღაცას მიანიშნებს. ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ამ დეტალზეც ვთხოვეთ
განმარტება:

"ასეთ შეხვედრებზე არაოფიციალური ატმოსფეროა, უშუალო ურთიერთობებია. აბდულა გიულიმ მარგველაშვილს უთხრა, შენ შემდეგ პრეზიდენტი ხიზანიშვილი უნდა იყოსო და მის ნათქვამზე ყველამ გულიანად ვიცინეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არც მარგველაშვილის პრეზიდენტობას ვიფიქრებდი სამი წლის უკან...
გიო
18:20 24-01-2014
0
არიქა ურჯულო არაკაცი ასეთი ისეთი რა იყო მეგობული ვახშამი უშუალო ატმოსფეროში არ მოხვედრილხართ ისტორიულ მტერთანაც კი ამ დროს ასეთი გასერიოზულება არ შეიძლება ყველაფერი ლანძღვა გინებაში არ უნდა გადავიყვანოთ !!
ნებულა
17:59 24-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული