თურქეთის პრეზიდენტმა ხიზანიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა უსურვა

AutoSharing Option
ინტერნეტში საინტერესო ფოტო გავრცელდა: თურქეთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და მის თურქ კოლეგა აბდულა გიულის ხვდება.

როგორ მოხვდა "ქაისერისფორის" ქართველი მცველი პრეზიდენტებთან, ამის შესახებ თავად ხიზანიშვილს დავეკითხეთ:

"იმ შეხვედრაზე ქართული საფეხბურთო სამყაროდან მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, "ქასიმფაშას" მწვრთნელი შოთა არველაძეც ესწრებოდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის საპატივცემულოდ ვახშამი იყო და დაგვპატიჟეს".
იხილეთ: არველაძემ და ხიზანიშვილმა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს "უმასპინძლეს"

სურათზე ჩანს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხიზანიშვილზე რაღაცას მიანიშნებს. ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ამ დეტალზეც ვთხოვეთ
განმარტება:

"ასეთ შეხვედრებზე არაოფიციალური ატმოსფეროა, უშუალო ურთიერთობებია. აბდულა გიულიმ მარგველაშვილს უთხრა, შენ შემდეგ პრეზიდენტი ხიზანიშვილი უნდა იყოსო და მის ნათქვამზე ყველამ გულიანად ვიცინეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამით ურჯულო აბდულამ მარგველაშვილს დასცინა და საერთოდ ქვეყანას.....
zura
13:16 24-01-2014
0
ამით უთხრა ის დონე გაქვს მეტი კი არაო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული