"ოქრიაშვილი პლასტილინია - მისგან კარგი მწვრთნელი სერიოზულ ფიგურას გამოძერწავს"

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცმა" თურქეთში პირველი შეკრება დაასრულა და უკრაინაში დაბრუნდა, დონეცკის "შახტარიდან" თორნიკე ოქრიაშვილის იჯარით ამ გუნდში გაშვების საკითხი კი გადაწყვეტილი კვლავაც არაა.

სინჯებზე მყოფმა ოქრიაშვილმა ერთ საკონტროლო შეხვედრაში გოლი გაიტანა, მეორეში კი საგოლე პასიც მიითვალა და თითქოს, ახალ გუნდში ურიგო შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს, თუმცა...

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ქართველთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა - თავის გუნდში ქართველის ხილვა სურს, თუმცა ფორმას უწუნებს.

იხილეთ: "ჩერნომორეცის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის "ჩერნომორეცში" შესაძლო გადასვლაზე აზრი უკრაინაში
ცნობილმა ტელეკომენტატორმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა ვიქტორ ვაცკომაც გამოთქვა.

"ოქრიაშვილმა თავისი პოტენციალი "ილიჩევეცში" წარმოაჩინა, ისევე, როგორც - ხასიათი. ის, რომ სექტემბრის შემდეგ ის მოედანზე აღარ გვინახავს, ბევრზე მეტყველებს. მით უმეტეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი არყოფნის მიზეზი არა იმდენად "ტრავმა" იყო, რაც მიზეზად მოჰყავდათ...

მიჭირს თქმა, რა პოზიციაზე ხედავს გრიგორჩუკი ოქრიაშვილს. ვეჭვობ, რომ ეს ფეხბურთელი "ჩერნომორეცს" შუა ხაზში გამოადგეს.

გრიგორჩუკის გუნდში ვერ თამაშობს ის, ვინც შავი სამუშაოს შესრულებას თავს არიდებს. ოქრიაშვილს კი, რომელიც ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერია, როიალზე დაკვრა ურჩევნია, მის "თრევას".

შესაძლოა, "ჩერნომორეციდან" სამოდინის წასვლის შემდეგ ის შეტევაში სიმწვავის შემტანის კონტექსტში განიხილება. ალბათ, ეს უფრო სარწმუნო ვარიანტია.

თორნიკე სულ 21 წლისაა და ის ჯერ კიდევ ყალიბდება, როგორც ფეხბურთელი. დღეს ის ერთგვარი პლასტილინია, რომლისგანაც კარგი მწვრთნელი სერიოზულ საფეხბურთო ფიგურას გამოძერწავს.

საკითხავი ისაა, თავად ოქრიაშვილს რამდენად აქვს პროგრესირებისთვის მოტივაცია. პავლოვის ხელში მან, როდესაც ნდობა დაიმსახურა, თავიდან გაიბრწყინა, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა... ", - დაწერა ვაცკომ MatchDay.com.ua-ზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი "პლასტელინი" გვყოლია ქვეყანაში რა:D
levani
15:04 24-01-2014
0
"პლასტილინს" ქართულად საძერწი ქვია!!
giorgipirweli
14:32 24-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული