სინჯებზე მყოფმა ოქრიაშვილმა ერთ საკონტროლო შეხვედრაში გოლი გაიტანა, მეორეში კი საგოლე პასიც მიითვალა და თითქოს, ახალ გუნდში ურიგო შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს, თუმცა...
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ქართველთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა - თავის გუნდში ქართველის ხილვა სურს, თუმცა ფორმას უწუნებს.
იხილეთ: "ჩერნომორეცის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის "ჩერნომორეცში" შესაძლო გადასვლაზე აზრი უკრაინაში
"ოქრიაშვილმა თავისი პოტენციალი "ილიჩევეცში" წარმოაჩინა, ისევე, როგორც - ხასიათი. ის, რომ სექტემბრის შემდეგ ის მოედანზე აღარ გვინახავს, ბევრზე მეტყველებს. მით უმეტეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი არყოფნის მიზეზი არა იმდენად "ტრავმა" იყო, რაც მიზეზად მოჰყავდათ...
მიჭირს თქმა, რა პოზიციაზე ხედავს გრიგორჩუკი ოქრიაშვილს. ვეჭვობ, რომ ეს ფეხბურთელი "ჩერნომორეცს" შუა ხაზში გამოადგეს.
გრიგორჩუკის გუნდში ვერ თამაშობს ის, ვინც შავი სამუშაოს შესრულებას თავს არიდებს. ოქრიაშვილს კი, რომელიც ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერია, როიალზე დაკვრა ურჩევნია, მის "თრევას".
შესაძლოა, "ჩერნომორეციდან" სამოდინის წასვლის შემდეგ ის შეტევაში სიმწვავის შემტანის კონტექსტში განიხილება. ალბათ, ეს უფრო სარწმუნო ვარიანტია.
თორნიკე სულ 21 წლისაა და ის ჯერ კიდევ ყალიბდება, როგორც ფეხბურთელი. დღეს ის ერთგვარი პლასტილინია, რომლისგანაც კარგი მწვრთნელი სერიოზულ საფეხბურთო ფიგურას გამოძერწავს.
საკითხავი ისაა, თავად ოქრიაშვილს რამდენად აქვს პროგრესირებისთვის მოტივაცია. პავლოვის ხელში მან, როდესაც ნდობა დაიმსახურა, თავიდან გაიბრწყინა, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა... ", - დაწერა ვაცკომ MatchDay.com.ua-ზე.