გიორგი ჭანტურია "ბოლონიაში": ჰო თუ არა?

AutoSharing Option
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ზამთრის ყველაზე საინტერესო ქართულ ტრანსფერს: 20 წლის გიორგი ჭანტურიას სერია A-ს "ბოლონიაში" გადაბარგებას.

ჯერჯერობით იტალიური კლუბი არ ადასტურებს გარიგებას, თუმცა ჭანტურიას აგენტმა კარლო კავალიერიმ თქვა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ "ბოლონიასთან" მიმდინარეობს და ის ბოლო ფაზაშია.

ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ "ვიტესის" მატჩს ჭანტურია გურამ კაშიასთან ერთად სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაესწრო.

თუკი კაპიტანი დისკვალიფიცირებული იყო, გიორგის თამაშს, წესით, ხელს არაფერი უშლიდა.

იტალიური წყ
აროები ასახელებენ სატრანსფერო თანხასაც - 1,2 მილიონი ევრო. წესით, ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს, თუ უკვე არ გარკვეულა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული