"ჩერნომორეცის" დირექტორი: თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს გააძლიერებს

AutoSharing Option
27 იანვარს ოდესის "ჩერნომორეცის" ოფიციალურმა საიტმა დონეცკის "შახტარიდან" თორნიკე ოქრიაშვილის იჯარით აყვანა დაადასტურა.

ამჟამად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოდესის გუნდთან ერთად მეორე თურქულ შეკრებაზე იმყოფება, ოქრიაშვილის შესახებ კი კომენტარი გააკეთა "ჩერნომორეცის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კერნიცკიმ:

"შახტართან" ოქრიაშვილის ერთწლიანი იჯარის თაობაზე სატრანსფერო საკითხები ჯერ კიდევ პარასკევს მოვაგვარეთ.

პირველი თურქული შეკრების შემდეგ, როდესაც გუნდი რამდენიმე დღით ოდესაში დაბრუნდა, ოქრიაშვილი საქართველოში გაფრინდა, თურქეთში მეორე შეკრების დაწყებისთანავე კი ის კვლავ გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა.

უკვე მიღწეულია შეთანხმება მის პირად კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

ოქრიაშვილის დამატება ჯერ კიდევ
ზაფხულში გვსურდა, მაგრამ "ილიჩევეცმა" მისი მარიუპოლში დატოვება გადაწყვიტა. რომან გრიგორჩუკი
("ჩერნომორეცის" მწვრთნელი) კარგად იცნობს ამ ფეხბურთელს და მეც ვეთანხმები მის ნათქვამს, რომ ოქრიაშვილი "ჩერნომორეცს" გააძლიერებს", - თქვა კერნიცკიმ Чемпионат.com-თან.

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი "ჩერნომორეცის" ღირსებას დაიცავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული