დავით თარგამაძე: იმედია, რუსეთში ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი იჯარით მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაატარა, დაადასტურა, რომ რუსეთის პრემიერლიგის კლუბისგან, "ურალისგან" მიწვევა მიიღო და ჩემპიონატის ბოლომდე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

"დიახ, ჩემი აგენტი ანდრეი ბილეიჩუკი "ურალში" გადასვლის საბოლოო ფორმალობებს აგვარებს და უკვე 7 თებერვალს შეკრებაზე მივდივარ ახალ გუნდთან კვიპროსში.

რუსეთში ძალიან საინტერესო და ძლიერი ჩემპიონატია. გარდა ამისა, "ურალის" წინადადების მიღების გადამწყვეტი ფაქტორი გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ რატხანოვა გახდა, რომელიც კომბინაციურ, ტექნიკურ, კრეატიულ და სწრაფ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და ეს მაკმაყოფილებს.

იმედი
მაქვს, რუსეთში ჩემს საუკეთესო თვისებებს გამოვაჩენ და გუნდისა და მწვრთნელისთვის სასარგებლო ვიქნები. მინდა გუნდს დავეხმარო, პრემიერლიგიდან არ გავარდეს და თუ ზაფხულში "შახტარის" პრეზიდენტის დაინტერესება იქნა, ახალი გამოცდილებით დონეცკში დავბრუნდე",
- თქვა თარგამაძემ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული