ლაშა გვალია "ურალში" თამაშობს, დავით თარგამაძე არ ჩანს

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ურალი" საწვრთნელ შეკრებაზე კვიპროსში იმყოფება. ამ კლუბში ქართველებთან დაკავშირებით უცნაური სიტუაციაა - ლაშა გვალია ოფიციალურად არის "ურალის" წევრი, კვიპროსულ შეკრებაზეც ახლავს გუნდს, მაგრამ რად გინდა - ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს არ აძლევენ რუსეთის ვიზას.

რაც შეეხება მეორე სავარაუდო ლეგიონერს, დავით თარგამაძეს - წესით, ის 7 თებერვალს უნდა გაჰყოლოდა "ურალს" კვიპროსის შეკრებაზე, მაგრამ "შახტარის" ფეხბურთელი ჯერჯერობით არ ჩანს.

"ურალი" ჯანო ანანიძის "როსტოვს" შეხვდა და 4:5 დამარცხდა. ლაშა გვალიამ ამ შეხვედრაში მეორე ტაიმი ითამაშა. ჯანო ანანიძეს არ უთამაშია.

"ურალის"
რიგებში ითამაშა საქართველოში ნათამაშებმა ჩისამბა ლუნგუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული