20 წლის ფეხბურთელი და "ვიტესის" ხელმძღვანელობა მომავალ ტრანსფერზე კონკრეტულად სალაპარაკოდ აგენტ კარლო კავალიერის არნემში 17 თებერვალს ელოდებიან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტესი" ქართველი შემტევის გათავისუფლებას ოფიციალურად დაადასტურებს. ამ დადასტურებას კი, სავარაუდოდ, სატრანსფერო მილიონ-ნახევარი ევრო მოჰყვება, რომელიც ჭანტურიას ამყვანმა იტალიურმა კლუბმა უნდა გადაიხადოს.
მოკლედ, საქმე ასეა: ჭანტურიას შეძენა "ვერონას" კი სურს, მაგრამ დაინტერესებულია "პარმაც", ხოლო იმის გამო, რომ ტრანსფერი
ასეთ კლუბს კავალიერიმ რუმინეთში მიაგნო და "კლუჟის" ხელმძღვანელობას ოთხთვიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.
ჭანტურია 17 ან 18 თებერვალს ჩავა რუმინეთში, სადაც სატრანსფერო სეზონი 24 თებერვალს იხურება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჭანტურია "კლუჟის" შემადგენლობაში ამ კვირასვე, "ვასლუის" წინააღმდეგ ითამაშებს. ამასთან, რუმინეთში ქართველი, სავარაუდოდ, "ვერონასთან" ან "პარმასთან" გაფორმებული კონტრაქტით ჩავა. კონტრაქტში კი ჩაიწერება, რომ ჭანტურია იტალიას ზაფხულში მიაშურებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"