"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: თორნიკე ოქრიაშვილს დიდი პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
20 თებერვალს ოდესის "ჩერნომორეცი" ევროპალიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ფრანგულ "ლიონს" მასპინძლობს.

შეხვედრის წინ ჟურნალისტებს "ჩერნომორეცის" თავკაცი რომან გრიგორჩუკი შეხვდა, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმაზეც დაეკითხნენ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრავმა თბილისის "დინამოსთან" ტესტ-მატჩში მიიღო. სწორედ ამ ტრავმას მოჰყვა კიდევაც იმ შეხვედრის ჩაშლა.

აი, რა თქვა გრიგორჩუკმა: "ფრანკ ჯა ჯეჯე და თორნიკე ოქრიაშვილი უკვე მწყობრში არიან და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. მათი ტრავმების შესახებ უკვე გადაგვავიწყდა კიდევაც".

რომან გრიგორჩუკმა ცალკე ისაუბრა ქართველის პოტენციალზე:

"თორნიკე ოქრიაშვილი საინტერესო ფეხბურთელია,
დიდი პოტენციალით. მართალია, მან სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი დრო გააცდინა, არ ვარჯიშობდა და არც თამაშობდა, ჩვენთანაც გვიან მოვიდა, მაგრამ მისი დიდად გვეიმედება. ქართველს ადაპტაციისთვის დროს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული