"კლუჟის" პრეზიდენტი: ჭანტურია და ნაჯიბი თუ დარჩებიან, მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
რუმინული "კლუჟის" პრეზიდენტი იულიუ მურეშანი მიიჩნევს, რომ მომავალ სეზონში მათ შეუძლიათ რუმინეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი შეინარჩუნებს ახალწვეულებს - გიორგი ჭანტურიასა და ნაჯიბ ამარის.

"კლუჟში" დაადგინეს, რომ არნემის "ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია რუმინელთა ბანაკში.

რუმინელებმა ორივე ამ ფეხბურთელთან გასულ კვირას 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კლუბი ამ 2 ფეხბურთელის სახით, ძლიერ მომავალს მიიღებს და მათი შენარჩუნების შემთხვევაში, მომავალ სეზონში "კლუჟი" რუმინეთის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.

"დიდი იმედი მაქვს ამ ახალგაზრდა
ფეხბურთელების. მათ 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს ჩვენთან. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ ძლიერ კლუბს სურს ჭანტურიას გულის მოგება, ამიტომ მან შეიძლება ვერ გაუძლოს ცდუნებას და ვერ დარჩეს ჩვენთან დიდი ხნით, მაგრამ თუ ნაჯიბი და ჭანტურია გუნდში დარჩებიან, ჩვენ ტიტულის მოგების სერიოზული კანდიდატები ვიქნებით,"
- განაცხადა "კლუჟის" პრეზიდენტმა.

კახა თორია
მომზადებულია citynews.ro-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
"კლუჟის" მწვრთნელი: გიორგი ჭანტურია მომავალ ტურში სათამაშოდ მზადაა
მკითხველის კომენტარები / 4 /
აგაშენებს ელოდე,ესენი მგონი გვაშაყირებენ.
jimi
21:58 27-02-2014
0
ხო, და ხო, თუ ასე უხარიათ ჭანტურიას მისვლა, ერთი სკამზე დაგიჯენიათ. - ტიტულებს განახებთ მერე!

იმ მწვრთნელს.. პივით გაუმარჯოს ვინც ქართველს ფეხბურთელს არ ათაშებს.. მორჩა ის მწვრთნელი მწვრთნელი არაა ჩემთვის.
giorgi
22:44 27-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული