ცხადაძემ სასტარტოში გიორგი ლომაია დააბრუნა, ასევე ძირითადში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.
31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ბაჩანა ცხადაძემ პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში გოლის ავტორი ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა.
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები დააკარგვინა ლიდერის მდევარ "გაბალას" - 0:0. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა თქვა:
"საინტერსო და სწრაფი მატჩი იყო, რომელშიც ორივე გუნდს მოგება სურდა. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთა რეალიზება სამწუხაროდ, ვერ შევძელით".