სირაძემ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში და მე-20 წუთზე მანვე 2:0 გახადა. პირველ ტაიმში "სპარტაკის" რიგებში ითამაშეს სირაძემ, გუჯა რუხაიამ და გიორგი ჯიქიამ, მეორეში კი - ნიკა ჩხაპელიამ.
"სპარტაკმა" ჩემპიონატის განახლების წინ მცველი ჯიქია განაცხადში შეიყვანა. ის 14 ნომრით ითამაშებს. ნახევარმცველი ჩხაპელია კი - 77 ნომრით.
შეგახსენებთ, რომ I დივიზიონში "სპარტაკი" 30 ქულით მე-12 ადგილზეა.