ლევან კობიაშვილს "ჰერტადან" 10 მაისს, "დორტმუნდთან" მატჩში გააცილებენ

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" 36 წლის ლეგიონერ ლევან კობიაშვილს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს. უკვე ცნობილია, რომ "ჰერტა" აღარ აპირებს მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას.

ამის შესახებ თებერვალში "ჰერტას" გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა უკვე განაცხადა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბერლინური კლუბი ჩვენებურს ოფიციალურ გაცილებას მოუწყობს. 10 მაისს, ბუნდესლიგის ბოლო საშინაო მატჩში "ჰერტა" დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდება. კობის ამ თამაშში გააცილებენ "ჰერტადან".

სხვათა შორის, "დორტმუნდთან" მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, არადა, იქამდე 2 თვე რჩება.

"ეს იქნება შესანიშნავი ფინიში ჩემი კარიერისა ბერლინში. უკვე ვეღარ
წარმომიდგენია სეზონის მერე ჩემი სხვა კლუბში გადასვლა"
, - განუცხადა კობიაშვილმა "სპოქსს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობი ფეხბურთს თავი არ დაანებო. ჩჰამოდი სახქართველოში. აქ დიდი ავტორიტეტი გაქვს, ხალხს უყვარხარ! გახდები რომელიმე ჩვენი გუნდის მოთამაAშე მწვრთნელი. ქართული ფეხბურთის დონეც ამაღლდება, ახალგაზრდებიც შეგხედავენ, თამაშს და თავდადებას ისწავლიან! გაგიმარჯოს!
ARCHIL
09:46 04-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული