ნუკრი რევიშვილი - პენალტების სპეციალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული I დივიზიონის ბოლო ტურში "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი პენალტის მოგერიებით - მან შეხვედრის 45-ე წუთზე "ენისეის" ფორვარდს არ გაატანინა, მაშინ, როცა მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.

თამაში "ტოსნომ" 3:1 მოიგო და 34 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველთა გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძვის.

რევიშვილი, რომელიც ქეცბაიას პერიოდში საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა, პენალტების სპეციალისტად ჩამოყალიბდა ამ სეზონში - მან "ტოსნოს" მაისურით უკვე 5 პენალტი მოიგერია.

ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ჩვენებურმა მე-5 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის და რონალდოს გავარტყი ორივეს ერთად კაი კაცი ხარ ნუკრი ისე წერენ ამათზე ვითომ 11 მეტრიანი არ ქონდეთ გამაზული.
qutaiseli
12:52 19-11-2014
0
სიტყვა "ქართული ფეხბურთი" ვინ დაამკვიდრა ნეტავ?. რა ღრუზინებმა მოიგონეს ეს თამაში თუ რაშია საქმე? ანუ "ქართული ფეხბურთი" კი არ არის მკვდარი, არამედ "ფეხბურთია საქართველოში მკვდარი". აი ესაა სწორი გამოთქმა.
მახო
12:44 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული