ლეგიონი: "ტოსნოს" ქართველებმა "კრილიას" ფრთები არ გააშლევინეს

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში XX ტური გაიმართა. დღის ცენტრალურ შეხვედრაში ქართველების "ტოსნომ" გასვლაზე მოუგო სამარის "კრილია სოვეტოვს" - 2:0.

ჩვენებურთაგან 90-90 წუთი ითამაშეს მეკარე ნუკრი რევიშვილმა და მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ. ტრავმის გამო იუქმა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ.

"სახალინმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ხიმიკს". ამ გუნდის შემადგენლობაში 83 წუთი ითამაშა გოჩა ხოჯავამ. არ უთამაშიათ გიორგი კახელიშვილსა და ზურაბ არზიანს.

"სკა ენერგია" სტუმრად დაუზავდა "სარატოვს" - 0:0. ხაბაროვსკელთა რიგებში 69-ე წუთზე შეცვალეს გუჯა რუხაია, კახა ალადაშვილი კი სათადარიგო იყო; გოგიტა გოგუა ტრავმას იშუშებს.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული