ჯანომ კარგა ხანს დუბლებში ითამაშა, რადგან დასჯილი იყო. ცოტა ხნის წინ ჩვენებური პირველ გუნდში კი დააბრუნეს, თუმცა ჯერ იქ არ უთამაშია.
ქართველი ფეხბურთელის მომავალი "სპარტაკში" კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება - დიდი შანსია, 2015/16 წლების სეზონიდან რუსეთში ლეგიონერებზე ასეთი შეზღუდვა დაწესდეს - 10+15, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 ფეხბურთელიდან 10-ზე მეტი ლეგიონერის ყოლა კლუბს აეკრძალება. სამაგიეროდ, ახლა თუ მხოლოდ 7 ლეგიონერის
მოსკოვის "სპარტაკში" დღეისათვის 13 ლეგიონერი ირიცხება და კვოტის დაწესების შემდეგ "სპარტაკს" მათი ნაწილის გაშვება მოუწევს.
Sports.ru: "სპარტაკში" დამკვიდრების არც ისე კარგი პერსპექტივა აქვს ჯანო ანანიძეს, რომელმაც გარისკა და კონფლიქტში შევიდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რის გამოც დუბლებში გაუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, ზამთრის და განსაკუთრებით, ზაფხულის სელექციის დროს".
რა შეიძლება მოხდეს ანანიძის შემთხვევაში, თუ ის 10-ეულში ვერ მოხვდება?
ერთი ვარიანტი მისი განათხოვრებაა. გასული სეზონი ჯანომ "როსტოვში" იჯარით გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერლიგაში საგოლე პასებით. მაგრამ 10-ლეგიონერიანი ლიმიტი სხვა რუსულ კლუბებსაც ეხებათ, არა მარტო "სპარტაკს". იგივე "როსტოვს" უფრო მეტი ლეგიონერი ჰყავს, ვიდრე "სპარტაკს". 15 ლეგიონერი ჰყავს მოსკოვის "ლოკომოტივს", რომლის ქართველით დაინტერესებაზეც ბოლო დროს საუბრობდნენ.
მეორე ვარიანტი ანანიძის რომელიმე ევროპულ გუნდში გაყიდვაა, თუმცა, თუ მან ამ სეზონში არ ითამაშა, დაინტერესებაც ნაკლები იქნება.
ასე რომ, "სპარტაკს" არ აწყობს ანანიძის სათადარიგოთა სკამზე "დალპობა".
* * *
პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - საბა კვირკველია "რუბინის" ღირსებას იცავს. "რუბინს" 10 ლეგიონერი ჰყავს. მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია, ამ ეტაპზე საბას ლიმიტი არ ემუქრება.
აი რა იცის ზედმეტმა პიარმა. კიდე კაი პროფესიონალი მაინცაა და ოქრიაშვილივით არაა