თემურ ქეცბაიას საბერძნეთის ნაკრებში სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა

AutoSharing Option
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. მეტიც, ბერძენი ბუკმეკერები მის შანსებს ყველაზე მეტად აფასებენ.

თუმცა დღეიდან მას სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა - ბერძნული ფეხბურთის ლეგენდა გიორგიოს კარაგუნისი.

"კარაგუნისი ფედერაციის ბოსებმა გასაუბრებაზე დაიბარეს", - წერს ზოგიერთი ბერძნული საიტი.

ბერძნულ მედიაში მომავალ არჩევანს აფასებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაკეთებელს, თუმცა ერთ რამეზე უკვე შეთანხმდნენ: გამორიცხულია, ნაკრები ჩააბარონ ისეთ მწვრთნელს, რომელმაც ბერძნული ფეხბურთი მხოლოდ მედიიდან იცის, როგორც ეს კლაუდიო რანიერის შემთხვევაში იყო. 

სხვათა შორის, ქეცბაია და
კარაგუნისი ერთმანეთთან მეგობრობენ. ამას წინათ მათ ერთად უყურეს საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს (ფოტოზე).
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია, ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე კაი ხანს ვერ გავა, ქართველმა მწვრთნელმა მაინც ითამაშოს მსოფლიო იქნებ
sgsgsg
21 ნოემბერი 2014 14:21
0
უაზრობა იქნება კარაგუნისის დანიშვნა.
არანაირი სამწვრთნელო პრაქტიკა არააქვს ჯობს კარაგუნისმა ახალგაზრდებთან იმუშაოს და ნაკრებში ვინმე გამოცდილი მიიყვანონ
nika
21 ნოემბერი 2014 07:37
0
მერე ერთად გაუძღვნენ სამწვრთნელო საქმესა!! :))
fanat
20 ნოემბერი 2014 18:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული