ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ერთ-ერთ ასეთ კლუბად დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" სახელდება, სადაც ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა თამაშობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, "დნიპროში" ხელფასებს გრივნაში, კონტრაქტის გაფორმების დროს დოლართან მიმართებაში არსებულ კურსთან (8 გრნ/დოლარი) შედარებით, მომატებულად კი იღებენ, თუმცა ამჟამინდელი კურსის გათვალისწინებით, ის მაინც დაბალია. ამრიგად, "დნიპროს" ფეხბურთელთა ხელფასები გრივნაში კი გაზრდილია, მაგრამ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული, - წერს bigmir.net-ი.