"ტოსნომ" წელი ოთარ მარცვალაძის დაბრუნებითა და გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიონის XXI ტურში სანკტ-პეტერბურგის "ტორსნომ", რომლის ღირსებასაც ოთხი ქართველი იცავს, ვლადივასტოკის "ლუჩ-ენერგია" მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

21 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა, რომლის მსგავსად თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმაც.

აღსანიშნავია, რომ მოედანს დაუბრუნდა ოთარ მარცვალაძე, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო 5 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ოთარმა მატჩი სასტარტოში დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი  მიხაილ გორელიშვილი.

ამ გამარჯვებამ პეტერბურგელებს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა მისცა. "ტოსნო"
ცხრილის ლიდერ მახაჭყალის "ანჟის", რომელსაც თამაშით ნაკლები და 42 ქულა აქვს, 2 ქულით ჩამორჩება. ცხრილში "ტოსნოს" გადასწრების შანსი აქვს "ტომს", რომელსაც 39 ქულა აქვს და 22 ნოემბერს "სკა ენერგიას" მასპინძლობს.

ამით "ტოსნომ" კალენდარული წელიწადი დაასრულა - ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გუნდი მომავალი წლის მარტში, ხაბაროვსკში, "სკა ენერგიასთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული