თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია "მეხელენთან" ძირითადში ითამაშებენ

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა Voetbalbelgie.be-ის ინფორმაციით, ბელგიური "გენკის" ქართველი ლეგიონერები - თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია კვირას, 23 ნოემბერს, "მეხელენთან" პრო ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ ფეხბურთელს "გენკის" ძირითად შემადგენლობაში ერთად აქამდე არ უთამაშიათ.

მოგეხსენებათ, 23 წლის ოქრიაშვილი მთავარმა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა და კლუბის ხელმძღვანელობამ დისციპლინის დარღვევის გამო დააქვეითა დუბლშემადგენლობაში და მას შემდეგ პირველ გუნდში თამაშის საშუალება, პირველად, სწორედ "მეხელენთან" მიეცემა.

ცნობისთვის, ბელგიის ჩემპიონატის დაწყებიდან 15 ტურია გასული და ქართველთა "გენკი" 22 ქულით მე-7 ადგილზე
იმყოფება.

მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭკვიანად იყავი მაგ გუნდში რა დაგემართა
0
გეთანხმები ნაღდად ავარდნილი აქვს მაგას, არადა რას მიაღწია ჯერ? რონალდომ და მესიმ მაგის ლოგიკით მაშინ არც უნდა ივარჯოშონ გამოდის.
joker100
19:01 22-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული