თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია "მეხელენთან" ძირითადში ითამაშებენ

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა Voetbalbelgie.be-ის ინფორმაციით, ბელგიური "გენკის" ქართველი ლეგიონერები - თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია კვირას, 23 ნოემბერს, "მეხელენთან" პრო ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ ფეხბურთელს "გენკის" ძირითად შემადგენლობაში ერთად აქამდე არ უთამაშიათ.

მოგეხსენებათ, 23 წლის ოქრიაშვილი მთავარმა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა და კლუბის ხელმძღვანელობამ დისციპლინის დარღვევის გამო დააქვეითა დუბლშემადგენლობაში და მას შემდეგ პირველ გუნდში თამაშის საშუალება, პირველად, სწორედ "მეხელენთან" მიეცემა.

ცნობისთვის, ბელგიის ჩემპიონატის დაწყებიდან 15 ტურია გასული და ქართველთა "გენკი" 22 ქულით მე-7 ადგილზე
იმყოფება.

მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭკვიანად იყავი მაგ გუნდში რა დაგემართა
?
23 ნოემბერი 2014 01:12
0
გეთანხმები ნაღდად ავარდნილი აქვს მაგას, არადა რას მიაღწია ჯერ? რონალდომ და მესიმ მაგის ლოგიკით მაშინ არც უნდა ივარჯოშონ გამოდის.
joker100
22 ნოემბერი 2014 19:01
0
Midit bijebo guli araferze ar gaitexot. Kvelaferi xdeba tsxovrebashi. Gisurvebt iset safegburto karieras rogorits dinamos qonda 1981.
Gala
22 ნოემბერი 2014 17:41
0
ასეთი ნიჭიერი კაცი ასეთი ... აზროვნების როგორაა ვერ ვიგებ რა
ბმბ
22 ნოემბერი 2014 15:48
0
ოქრიაშვილს მგონი თავში უვარდება ნელ–ნელა
Giorgi
22 ნოემბერი 2014 14:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული