ბოლო ტურში "კლუჟმა" ქულები ბოლოადგილოსან "რაპიდთან" დაკარგა, ხოლო ბუქარესტში უმწვრთნელოდ ჩავიდა, რადგან ვასილე მირიუცა კლუბიდან გაიქცა.
46 წლის მირიუცა რუმინეთში გაზრდილი უნგრელია, რომელმაც უნგრეთის ნაკრებში არჩია თამაში. სწორედ უნგრულმა "დიორი ეტომ" მიიწვია მირიუცა, სადაც კარიერის ადრეულ ეტაპზე და მიწურულს თამაშობდა.
ასე გახდა მირიუცა კიდევ ერთი ქართველის, 21 წლის ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას მწვრთნელი. მირიუცა ახალგაზრდა ქართველს ენდო და "პაკშთან" თამაშში სასტარტოში დააყენა. სწორედ ჩვენებურმა გახსნა ამ
ქვილითაიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა, რადგან უნგრეთის ლიგის თასზე 9 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჰეთ-თრიკი და ერთი დუბლია.