ამირან სანაია საფრანგეთის ლიგა 2-ის "შატორუში" სინჯებზე იმყოფება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ამირან სანაია საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ "შატორუში" სინჯებზე იმყოფება. ის ამ გუნდში ხუთშაბათამდე დარჩება და ამის შემდეგ მწვრთნელი პასკალ გასტიენი საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

გასტიენის თქმით, "შატორუს" დაცვის ხაზს გაძლიერება სჭირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება 25 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდში მიწვევა.

სანაიას საფეხბურთო კარიერა "ზესტაფონში" დაიწყო. ამას მოჰყვა ფრანგული კლუბები - "ლე მანი", "ბასტია" და "ლუზენაკი".

"ლუზენაკთან" ერთად, ის საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევდა, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო კლუბს რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობის უფლება არ
მისცეს.

"შატორუს" ამჟამინდელ სატურნირო მდგომარეობას სახარბიელო ნამდვილად არ ეთქმის. 20-გუნდიანი ლიგა 2-ის გათამაშებაში ქართველის შესაძლო კლუბი 14 ქულით მე-18 ადგილზეა.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ამირან სანაიამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაკრებშიც არ იყო ურიგო.იცის თავისი საქმე
gigi#
09:47 10-12-2014
0
ეს ფეხბურთელი ნამდვილად უკეთეს გუნდსაც იმსახურებს.მაგარ ჯანზეა!წარმატებები ამირან!
REME@
15:56 09-12-2014
0

სიახლეები პოპულარული