ქართული ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის წილი ოფი-ს გამარჯვებაში

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ოფი-მ შინ "ერგოტელისი" მიიღო და 1:0 მოუგო. მასპინძელთა რიგებში ჩვენებურებმა, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ, სრულად ითამაშეს.

ოფი-ს გამარჯვებაში მერებაშვილმაც გაიღო თავისი წილი - მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ქართველი შემტევის წინააღმდეგ "ერგოტელისის" მცველებმა წესი დაარღვიეს, რასაც პენალტი და პორტუგალიელი მიაზეშის ერთადერთი გოლი მოჰყვა.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში კი ჯანო ანანიძის "სპარტაკი" შინ "როსტოვს" ვერ გაუმკლავდა - 1:1. ჯანო სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
96-ე წუთამდე ვერ იგებდა, რა ცუდი გუნდია?! თანაც გოლი პენალტით
fanat
23:41 05-12-2014
0
მიდი, მერებ, ჯიგარი ხარ! ***
შაკო
10:52 05-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული