ჯაბა დვალმა "ზესტაფონი" დატოვა და კარიერას "დაჩიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი კარიერას კიშინიოვის "დაჩიაში" გააგრძელებს, სადაც ის უკვე თამაშობდა 2007-09 წლებში. მაშინ ჯაბამ ამ კლუბის შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

"ზესტაფონის" ექსბომბარდირმა "დაჩიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ძალაში 2015 წლის 20 იანვრიდან შევა. დვალთან ერთად, მოლდოვის დედაქალაქში კლუბის ყოფილი ქართველი ლეგიონერი ლევან კორღალიძეც ჩაფრინდა.

29 წლის დვალი "დაჩიაში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Sportall.Ge

აი, მისი პირველი კომენტარიც ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ. მან შთაბეჭდილებები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს გაუზიარა:

"ადრეც ვიყავი ამ გუნდში და საუკეთესო
მოგონებები დამრჩა. ეს შინაური კლუბია ჩემთვის. "დაჩია" პირველ ადგილზეა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო", - თქვა დვალმა.

"დაჩია" მოლდოვის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს - 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მილსამს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე მაგ დაჩიას თუ დათუჩიას კი აჯობებდა მტრედებში ყოფნა.
leoni
10 დეკემბერი 2014 20:38
0
აპა სამტრედიაშიო?
rive
10 დეკემბერი 2014 20:35
0
კარგია. ბევრი უნდა წავიდეს. აქ მარტო დომენტა უნდა დარჩეს.
sxvagza
10 დეკემბერი 2014 12:48
0
warmatebebi ))))))) eg gundi da chempionati didad ar gansxvavdeba chvengan )
ika
10 დეკემბერი 2014 11:23
0
სამწუხაროა რომ ეს ბავშვი საქართველოში ვერ დარჩა მითუმეეტს ზესტაფონში.ისე ვინმეს უნდა ეფიქრა რომ ის ან მერანში ან ბთუმში წაეყაბანთ მაინც...ასეთი ფეხბურთელი საქართველოსვე სჭირდება.
ჯორდანო უბრუნებელი
10 დეკემბერი 2014 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული