ის ამ დროისთვის კვლავ საფრანგეთის მეორე ლიგის ბინადარ "შატორუში" ისინჯება, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
როგორც შევიტყვეთ, ქართველ ფეხბურთელს ფრანგულმა კლუბმა ტესტირების ვადა შაბათამდე გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.
სანაიას მომავალი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაირკვევა, რაც "შატორუ" ამხანაგურ შეხვედრაში მეხუთე ლიგის ბინადარ "ბურჟს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"