მერაბ ჟორდანია: ახლა "ვიტესში" იდიოტები არიან

AutoSharing Option
10 დეკემბერს ერთი წელიწადი გახდა, რაც მერაბ ჟორდანია, რომელიც მანამდე "ვიტესის" მეპატრონე იყო, ჰოლანდიური კლუბიდან საერთოდ გაუშვეს.

ამასთან დაკავშირებით ჟორდანიას მოსკოვში Omroep Gelderland-ი დაუკავშირდა.

* * *
ქართველმა კლუბი მაშინ დატოვა, როცა ის ჩემპიონატის ლიდერი იყო და ახალი მოგებული ჰქონდა "პსვ ეინდჰოვენთან" 6:2.

"მე დავტოვე კლუბი იმ ადგილზე, რომელზეც დაპირებული ვიყავი - პირველზე, მოვუგეთ პსვ-ს 6:2. ეს იყო ნამდვილი შოკი ჰოლანდიურ ფეხბურთში. გუნდთან პირნათელი ვარ", - განუცხადა გამოცემას ქართველმა ბიზნესმენმა".

ჩემპიონთა ლიგის გარეშე
ჟორდანიას ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ მიუხედავად 100-მილიონიანი ინვესტიციისა, 3 წლის
განმავლობაში "ვიტესმა" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშა.

"ვიტესმა" ჟორდანიასთან ერთად პირველ წელს ძლივს დაიძვრინა თავი გავარდნისგან, მე-15 ადგილზე გავიდა. მეორე წელს კლუბი მე-7 იყო და პლეი ოფის წყალობით, ევროპალიგაზე გააღწია. მესამე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ დამარცხდა და მე-4 ადგილზე დაასრულა ტურნირი.

როგორ დაკარგა პრეზიდენტობა
2013 წლის ზაფხულში, შიდა გამოძიების შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ჟორდანია უნდა გადამდგარიყო პრეზიდენტობიდან.

ოქტომბერში იძულებული გახდა, კლუბის წილი ალექსანდრ ჩიგირინსკისთვის გადაეცა. 10 დეკემბერს პრეზიდენტობიდან მოხსნეს და ის ბერტ როეტერტმა შეცვალა.

ომი ვიტესთან
მარტში კლუბის დირექტორმა იოსტ დე ვიტმა სარჩელი შეიტანა ჟორდანიას წინააღმდეგ, რომელიც მას თითების მოჭრით დაემუქრა.

"ვიტესს" სხვა დავაც ჰქონდა ჟორდანიას წინააღმდეგ, ისინი მილიონებს ითხოვდნენ, მაგრამ ჟორდანიასთან სასამართლო პროცესი წააგეს.

მაგრამ დე ვიტის დამუქრებისთვის ჟორდანიას იძულებითი სამუშაოები დაევალა და კლუბთან მიახლოება აეკრძალა.

ასე მოუწია "ვიტესის" ყოფილ ბოსს ავეჯის შეღებვა. მაშინ ჟორდანიამ იხუმრა კიდევაც, რომ ძლივს მოხვდა პროფესიონალებთან და არა კლოუნებთან.

ჟორდანია ჯუნიორი
"მერაბ ჟორდანია ამჟამად მოგზაურობს ქვეყნიდან ქვეყანაში, მრავალი საქმის გამო რუსეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ ის კვლავ შაარსბერგენში ცხოვრობს, რადგან მისი შვილი ისევ ჰოლანდიაშია.

ლევან ჟორდანია "ვიტესის" აკადემიაში თამაშობდა, მაგრამ ახლა "აქილევს-29"-ში ვარჯიშობს.

ჟორდანია იხსენებს
"სიტყვები არ მყოფნის იმის გამო, რაც კლუბში ხდება. ახლაც შოკში ვარ, ისევე, როგორც გუნდის ნამდვილი ფანები.

ერთი წლის წინ ჩვენ კენწეროზე ვიყავით. ახლა "ვიტესს" "დორდრეხტთან" თანაბრად თამაში უხარია. ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დაანგრიეს.

ჩემი აზრით, ახლა კლუბში არიან ისეთი ფუნქციონერები, რომლებიც უგულოდ აკეთებენ საქმეს და ისეთი იდიოტები, რომლებიც ფეხბურთის მტრები არიან. ერთადერთი, გუნდის ფანებზე მწყდება გული", - ამბობს ჟორდანია.

ვიტესის პასუხი
"ვიტესის" წარმომადგენლები ჟორდანიას ბოლო გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებას არ ეშურებიან. აი, რა თქვა კლუბის ამჟამინდელმა შეფმა ბერტ როეტერტმა:

"კლუბს კარგად ესმის ჟორდანიას უკმაყოფილების მიზეზი, ეს მისი მეტისმეტი პერსონალური ამბიციების ბრალია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამაგრდი მერაბ! არც პირველ ხარ და არც უკანასკნელი, ვსაც ასე უმადურად მოგექცნენ!
shoda
21:04 10-12-2014
1
მეპატრონე თუ იყო რანაირად გაუშვეს? ანუ არ ყოფილა მეპატრონე და ნამდვილმა მეპატრინემ გაუშვა. თუ ასეა მეპატრონე იყოო რას წერთ, ვის ატყუებთ თქვენ?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული