ჯანო ანანიძე რუსეთში "ფეხბურთელ-იმედგაცრუებად" დაასახელეს

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის პირველ ნაწილში გუნდების გამოსვლის შეფასებას მიჰყო ხელი, მოსკოვის "სპარტაკზე" მსჯელობისას კი ჯანო ანანიძეც ახსენა... სამწუხაროდ, უარყოფით კონტექსტში.

სტატიის ავტორმა მოსკოვურ გუნდში სეზონის წინ დაბრუნებული ქართველი ჰავბეკი "ფეხბურთელ-იმედგაცრუებად" დაასახელა.

"ქართველი ნახევარმცველი დიდხანს და მუხლჩაუხრელად შრომობდა საიმისოდ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში ადგილი მოეპოვებინა, მაგრამ ყველაფერი წყალში ხელის ერთი მოსმით ჩაყარა - მაშინ, როცა ამურის კომსომოლსკიში, სათასო მატჩზე გაფრენაზე უარი თქვა.

ესკაპადა ძვირი დაუჯდა - ჯანო ორი თვით სულ ჩამოაშორეს მთავარ გუნდს და მხოლოდ
ნოემბერში მიიღო მწვრთნელებისგან შეწყალება.

ანანიძის გვარი განაცხადში დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სათადარიგოთა შორის", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაბმული ხომ არაა სპარტაკში.უნდა წავიდეს სხვაგან,სანამ სულ დაავიწყდა თამაში
Gela
19 დეკემბერი 2014 12:09
0
"შოთა" შენ არა ხარ ქართველი და ფეხბურთის გაგებაში, ფეხბურთზე ხმა არ უნდა ამოგაღებინოს კაცმა შენნაირებს. ჯანო არაფერი ფეხბურთელიაო კაცმა ეს რომ თქვა სირცხვილისგან უნდა ***
zviadi
19 დეკემბერი 2014 07:18
0
Bichi, ra daგვემართა to, ar shegizliat mxarshi amoudget adamianს? Qartveli qartvეls zuls.
qar
17 დეკემბერი 2014 11:10
0
ნორმალურია არაფერი ფეხბურტელი ეგ არ არის იმედი იყო რაგაც მარა ტყუილი სამცუხაროდ, მალე ვიხილავტ ბოლნისის სიონში ან სადმე მასეტ გუნდში
shota
17 დეკემბერი 2014 02:11
0
ფუ თქვენი! თვითონ ჩაყარა წყალში არა? ძირითადში რატომ არ აყენებდით როცა დასაყენებელი იყო და ყველას ეგ უკვირდა, დაგავიწყდათ მაშინდელი სტატიები?
zviadi
16 დეკემბერი 2014 22:49
0
ras uxdian asets ro ar daaneba tavi mand tamashs
ika
16 დეკემბერი 2014 17:34
0
არ შეჭამეს გული?!
ერთი უბრალო, ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელია, რომელმაც რჩევა არ გაითვალისწინა და არ შეეშვა ამ რუსეთს, სადაც კარიერა შესწირა საბოლოოდ.
პელე
16 დეკემბერი 2014 17:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული