- რა იცოდით "ანორთოსისის" შესახებ, სანამ ტედ ვან ლეუვენი გუნდში მოგიწვევდათ?
- ვიცოდი, რომ კვიპროსში უდიდესი გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. ამიტომაც წინადადება სიხარულით მივიღე, რადგან ასეთი შანსი არ უნდა გაანიავო.
- როგორი დონე დაგხვდათ კვიპროსულ ფეხბურთში?
- თამაშის დონე უფრო უკეთესია, ვიდრე ველოდი. კარგი გუნდები არიან და მოხარული ვარ, რომ აქ ვთამაშობ.
- არ გაგიჭირდათ შეგუება ახალ კლუბსა და გარემოსთან?
- არა, რადგან მწვრთნელს ადრეც ვიცნობდი. ვიცოდი, რას ითხოვს ის ჩემგან,
- პრეზენტაციაზე ვან ლეუვენმა მოედანზე ძაღლს შეგადარათ. ეთანხმებით?
- ჩემი პოზიციის ნებისმიერი ფეხბურთელი მოედანზე უნდა იბრძოდეს, თუნდაც როგორც ძაღლი.
- ცენტრში რომელ ფეხბურთელთან გიადვილდებათ ურთიერთობა - მაკოსთან თუ ლაიფისთან?
- ვფიქრობ, ორივესთან. მათთან ერთად თამაში ძალიან კარგია, ლაიფისს დიდი პროგრესი აქვს და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მიადვილდება თამაში გიორგი აბურჯანიასთან.
- ქართველი ფეხბურთელი "ანორთოსისში" ბევრს ნიშნავს, აქ ხომ თემურ ქეცბაიას, გიორგი ქინქლაძეს და კლიმენტი წიტაიშვილს უთამაშიათ...
- თემური ჩემი მწვრთნელი იყო ეროვნულ გუნდში, ქინქლაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა, წიტაიშვილს ბევრი გაუკეთებია "ანორთოსისისთვის".
- გიორგი აბურჯანია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. როგორი მომავალი ელის მას კარიერაში?
- ის ყოველთვის ბევრს შრომობს. მიუხედავად ასაკისა, ის ნამდვილი პროფესიონალია, რასაც უდიდესი ტალანტი ერთვის.
- სეზონის ბოლოს კონტრაქტი გისრულდებათ...
- დაველოდოთ სეზონის ბოლოს, თუმცა მე აქ დარჩენის და კარიერის გაგრძელების დიდი სურვილი მაქვს.
- როგორი ატმოსფეროა "ანორთოსისის" გასახდელში?
- მეგობრული გუნდი ვართ, რასაც პოზიტიური ეფექტი აქვს.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" 19 ქულით მე-5 ადგილზეა.