გურამ კაშია: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ!

AutoSharing Option
18 დეკემბერს ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალში "აიაქსის" განადგურების შემდეგ, არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო.

შეგახსენებთ, ქართველების გუნდმა სტუმრად ამსტერდამში ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში საბოლოო ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს "ამსტერდამ არენაზე" გატანალი მეორე გოლია. შეგახსენებთ, რომ ვაკომ "აიაქსს" შარშანდელ სეზონშიც გაუტანა.

მატჩის შემდეგ "ვიტესის" კაპიტანმა Fox Sports-სთან ემოციური კომენტარი გააკეთა.

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ მომხდარს. დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გუნდურად თამაში - დაწყებული მწვრთნელით, მეკარით დამთავრებული.

ბოლო რამდენიმე კვირა
გუნდი შედეგს ვერ აჩვენებდა და გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. თამაშის წინ გუნდში საუბარი გვქონდა, რათა ერთი ძალით გავმკლავებოდით პრობლემებს.

რაც შეეხება თამაშს, ჩვენ უფრო ორგანიზებულად და კონცენტრირებულად ვიმოქმედეთ და სწორედ "აიაქსთან" შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ", - თქვა კაშიამ.

ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" "ამსტერდამ არენაზე" კვლავ გაუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაან კაი რო დაბრუნდა ძირითადში
ika
19 დეკემბერი 2014 15:34
0
კაშო, მაგარი კაცი ხარ!
შაკო
19 დეკემბერი 2014 13:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული