მათე ვაწაძე: ჩვენი პრობლემა კლასი კი არა, ქართული პასპორტია

AutoSharing Option
მათე ვაწაძე, შესაძლოა, დანიიდან წავიდეს, მაგრამ სად, ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. ყველაფერი კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზეა დამოკიდებული.

"ორჰუსის" ქართველ თავდამსხმელს დანიის რანგით მეორე ლიგაში თამაში არ აწყობს.

რა არის მისი უკმაყოფილების მიზეზი, სად აპირებს გადასვლას და რატომ ვრცელდებოდა ხმები თემურ ქეცბაიასთან მისი კონფლიქტის შესახებ, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ამ მწვრთნელის ვერაფერი გავიგე
- ტრავმის შემდეგ ათამაშდი, მაგრამ თავად უკეთ შეაფასებ - საუკეთესო ფორმაში ხარ?
- ფეხი აღარ მაწუხებს. თამაშამდე 30 წუთით ადრე სპეციალურ ვარჯიშებს ვატარებ, კოჭი კარგად რომ გახურდეს და არ
შემაწუხოს და მხოლოდ უამინდობისას მტკივდება, მაგრამ სერიოზული არაფერია. ჩემთვის მთავარია, რომ ვთამაშობ და გოლებს ვიტან. მეტი თავდამსხმელს რა მოეთხოვება? გუნდიც ცუდად არ მიდის: სუპერლიგაში 2 გუნდი გადადის, ჩვენ კი მესამე ადგილზე ვართ.

- ბომბარდირების დავაში კარგა ხანი ლიდერობდი, მაგრამ კონკურენტმა ბოისენმა გაგასწრო - ბოლო სამ შეხვედრაში რატომ ვეღარ გაიტანე?
- ეს ჩვენი მწვრთნელის, მარტინ ვეიგჰორსტის გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგია. რატომღაც, ბოლო 5 ტურში ცენტრალური თავდამსხმელი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გადამიყვანა.

- მიზეზი რა გახდა?
- მარცხენა ნახევარმცველი დაგვემტვრა და გუნდს რომ დასჭირდა, მაშინ გადამიყვანა. ჩავთვალე, რომ ასე დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე, კმაყოფილი დარჩა და ეტყობა, ჩათვალა, რომ მე იქ უფრო სასარგებლო ვიქნებოდი.

არადა, ბომბარდირებში ვლიდერობდი და შანსი მქონდა, რომ პირველ წრეში საუკეთესო გავმხდარიყავი. ფლანგზე თამაშით ამის შანსი შემიმცირდა. "ლუნგბიუს" თავდამსხმელმა ბოისენმა 2 გოლი ამის შემდეგ გაიტანა და გამასწრო.

მწვრთნელთან დალაპარაკება ვცადე, პოზიციის შეცვლა გაუგებარი და მიუღებელი არის-მეთქი. დამეთანხმა, მაგრამ გუნდს ამ პოზიციაზე სჭირდებიო.

Sportall.Ge

მოკლედ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, რაიმე სასურველი წინადადება თუ გამოჩნდა, "ორჰუსიდან" სიამოვნებით წავალ.

კონტრაქტში თანხაა მითითებული
- ისე ამბობ, ეს სასურველი წინადადება ნაღდად შემოგთავაზეს...
- დიახ, არ დავმალავ, რომ ვარიანტები მაქვს, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და რაც მთავარია, მასში კონკრეტული თანხაა მითითებული, რომელიც მსურველმა უნდა გადაიხადოს.

- ეს თანხა საიდუმლოა?
- 1,6 მილიონი ევროა გადასახდელი, ანუ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი. არ ვიცი, მისი გამოსყიდვა რამდენად რეალურია. დანიის მეორე ლიგის გუნდს ამხელა თანხას ვინ გადაუხდის?

მაგრამ დანიელები ამას თავადაც ხვდებიან და სულელები არ არიან, კონტრაქტში ჩაწერილი თანხა არ შეცვალონ. კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი მაქვს დარჩენილი. ასე რომ არ ქნან და ვერ გამყიდონ, მერე იზარალებენ.

ასე რომ, ზომიერი სატრანსფერო თანხა უნდა მოითხოვონ, გამიშვან და მეც კმაყოფილი დავრჩები და კლუბიც იხეირებს.

- რომელი გუნდები გიწვევენ?
- დანიის სუპერლიგის გუნდი "რანდერსი" და ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მისი სახელი ჯერ არ ვიცი.

- ყაზახებმა კარგი პირობები შემოგთავაზეს?
- რომ გამიკვირდა, ისეთი კარგიც კი. მათი კლუბები ფინანსურად ძალიან მოღონიერდნენ და ფულს მაგრად აბანდებენ.

ქართული პასპორტი
- ბოლო წლებში ფინანსურად ევროპის ბევრი ქვეყნის გუნდებს გაუჭირდათ. ამ მხრივ, დანიურ კლუბებში როგორი მდგომარეობაა?
- წარმოუდგენელია, რომ კლუბმა ფეხბურთელთან აღებული ვალდებულებები არ შეასრულოს. თუ მოინდომეს, საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელსაც მიიწვევენ, მაგრამ ვარსკვლავების გადაყვანის საშუალება არ გააჩნიათ. საერთოდ, რაც ვიცი, დანიის ლიგა ფინანსური მდგომარეობით მსოფლიოს საუკეთესო ლიგების ათეულს უახლოვდება.

- ევროპის ლიგაზე "დილაში" საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენე და ნორმალურ ევროპულ ლიგაში მოხვედრა არ უნდა გაგჭირვებოდა, მაგრამ ამბობ, შესაძლოა, ყაზახეთში წავიდეო.
- მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ: რომ იცოდეთ, ჩვენი პრობლემა იმდენად არა კლასია, რამდენადაც ქართული პასპორტი. მაგალითად, ფეხბურთელს დანიაში ყველაფერზე ნებართვა მოეთხოვება: პრობლემაა ცხოვრებისა და თამაშის უფლების მიღება და ა.შ.

კლუბმა ხელფასი უნდა გადაგიხადოს, პლუს, შენი დასაქმებისთვის დამატებით თანხას სახელმწიფოს ურიცხავს. ეს დიდი ხარჯია და ქართველის აყვანაზე ყველა თავს ამიტომ იკავებს. ასეა ევროპის ბევრ ქვეყანაში.

Sportall.Ge

- კი მაგრამ, ეს წესი სხვებზე არ ვრცელდება?
- რომ არ ვრცელდება, მე სწორედ ამას ვამბობ. ევროპულ კლუბებში აფრიკელებიც გაცილებით იოლად ხვდებიან და თამაში ბევრად უიოლდებათ, რადგან მათში კლუბებს გადასახადები არ ეკუთვნით.

- რა ვიცი, ლამის ყველა ევროპელი ვარსკვლავი რასიზმს გმობს და ქართველებს თუ ასე გვჩაგრავენ, მსგავსი აქციები ჩვენც გავმართოთ...
- ამბობენ, ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნა დაეცაო. ასეთ პირობებში მიკვირს, ჩვენებს კიდევ რომ იწვევენ. "ორჰუსში" გიორგი არაბიძე იყო. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გიორგი კი 15 წლის იყო და 17-წლამდელებში მაინც ლიდერი გახლდათ.

ბავშვმა ივარჯიშა, ითამაშა და დანიელები გადარია, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო ვერ დატოვეს, მისი შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდათ. არადა, ბევრად ნაკლებნიჭიერ ევროპელს პრობლემა არ გააჩნია. იგივე რუსეთშიც ასე არაა? ვიზის მისაღებად ლამის ერთი წელი გვჭირდება. ქართველებს თუ არ გვიშვებენ, ჩუმად ხომ არ შევიპარებით?

მოკლედ, სახელმწიფოს დახმარება ამაში არანაკლებად გვჭირდება, ვიდრე - უმაღლესი ლიგის კლუბებს.

რა კონფლიქტი?!
- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. ხმები გაავრცელეს, თითქოს, ეროვნულში თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო არ ჩამოდიოდი...
- არ დაიჯეროთ, ტყუილია. ქეცბაიასთან კონფლიქტი ნაღდად არ მქონია. მისი ხელმძღვანელობით რამდენჯერმე ვითამაშე, მაგრამ მერე დავშავდი და ნაკრებში ფიზიკურად ვერც ვითამაშებდი.

შეიძლება, ხმები იმიტომ გაავრცელეს, რომ მამუკა ჯუღელთან ვთანამშრომლობ, მისი ფეხბურთელების ნაწილმა კი ნაკრებში თამაშზე უარი მართლა თქვა. პრობლემა რომ მქონოდა, ამას პირადად მწვრთნელს ვეტყოდი. მაგრამ რა თამაშები გვქონდა და მწვრთნელთან უსიამოვნების გამო უარს მაინც არ ვიტყოდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაროჩე დაბლა ბრძენების შეკრებაა...

ქინქლაძე 20 წლის წინ წავიდა საქართველოდან, უდიდესი ტალანტი იყო, კარგად იყო მომზადებული(ჯერ დედა არ ჰქონდა მოტყნული საქართველოს ჩემპიონატს), სულ სხვა დრო იყო. ეგრე ახლაც არის ანანიძე რუსეთში, ოქრიაშვილი ბელგიაში. ვინმემ თქვა არავის არ უშვებენ პასპორტის გამო-ო?! უბრალოდ ისეთი ყანაა ჩემპიონატი, რომ არავის აღარ უნდა ჩვენი აყვანა. ეს არის და ეს............
asdasdasd
18:39 20-12-2014
0
100%-იანია, გვჩაგრავენ და მტრები გვყავს :)))))))
არაფერი გეშველებათ თქვენც და თქვენს შემხედვარე ჩვენც.
რა პასპორტი, რის პასპორტი? აზრზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? კიდევ რისი ბრალია? მიშას ბრალია, თუ ბიძინას ბრალია? თუ პრემიეროვიჩის ბრალია? წარმოდგენას რომ გვაკარგვინებთ თქვენს თავზე იმას მაინც თუ ხვდებით? აგერ დაწერეს კიდეც მეგობრებმა კომენტარებში და მეც გაგიმეორებთ. შოთისთვის, ქინქლასთვის, კალასთვის, კობისთვის, ქეცბასთვის, შელოსთვის, ცხადაძისთვის, იაშკასთვის...... გავაგრძელო? თუ ამათთვის ქართულ პასპორტს არაფერი გაუფუჭებია, თქვენ რატომ გიფუჭებთ ეს ქართული პასპორტი? იმიტომ, რომ ვერ თამაშობთ, ფიზიკურად ძალიან სუსტები ხართ, უფრო სწორად ფიზიკა საერთოდ არ გივარგათ და კიდევ ბევრი ფაქტორის გამო ვერ ხვდებით ნორმალური ლიგის ნორმალურ კლუბში. დააბრალა ეხლა ქვეყანას და ერს, მისი პოლიტიკური კურსი ხომ არ გიშლით ხელს? იქნებ ევროპის სახალხო პარტიის ჩვენს ქვეყანაზე უარყოფითი შეხედულება გიშლით ხელს? ნელნელა უფრო და უფრო ვბრაზდები ამ სისულელეებზე. კოლუმბია არ არის სუპერ ქვეყანა (ვიცით რითია ეს ქვეყანა ცნობილი), არც დემოკრატიის შუქურაა, მაგრამ "ხამეს როდრიგესი" სად თამაშობს ხომ ვერ მეტყვი? მისთვის რაღაც პასპორტს შეეშალა ხელი ან მის წარმომავლობას მე არ მსმენია და რამდენი გადაიხადეს მის ყიდვაში ესეც იქნებ გაიგო სადმე......
გულშემატკივარი
11:08 20-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული