ავთო ებრალიძემ "ჟილ ვისენტეში" ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, ვარჯიში განაახლა "ჟილ ვისენტეს" ქართველმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ.

ებრალიძემ მოირჩინა მარცხენა ფეხი და 22 დეკემბერს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

"ჟილ ვისენტე" 6 ქულით უკანასკნელ ადგილზეა პრიმეირა ლიგაში, ხოლო ავთოსაც ცუდი სეზონი აქვს, მან ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მართალია, 4 იანვრამდე ჩემპიონატში შესვენებაა, მაგრამ 28 დეკემბერს "ჟილ ვისენტე" ლიგის თასზე "სპორტინგ კოვილიას" ესტუმრება და შესაძლოა, ებრალიძემ ამ შეხვედრაში ითამაშოს კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული